პიკასო, როგორც გამოხატულია მის ნამუშევრებში, ზუსტი ანალოგიაა ჩემი პაციენტებისა. სამწუხაროდ, მე არ შემიძლია წარმოვადგინო ობიექტური მტკიცებულება ამ თეზისთან დაკავშირებით, იმდენად, რამდენადაც შედარებითი მატერიები ამ თემაზე მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრისთვისაა ცნობილი. მომავალი მსჯელობა, ასეთი წესით, აღმოჩნდება მხარდაჭერის მოლოდინში და მკითხველისგან ითხოვს ნდობასა და კარგ შეხედულებას.
არაობიექტური ხელოვნება შემადგენლობას პირდაპირ "შინაგანიდან" ღებულობს. ეს "შინაგანი" არ ექვემდებარება ცნობიერებას, რამდენადაც ცნობიერება შეიცავს ობიექტთა წესებს ისეთი გარეგნობით, როგორსაც საერთოდ ვხედავთ, და როგორი გარეგნობაც, ასეთი წესით, აუცილებლად ამართლებს მოლოდინს. პიკასოს ობიექტი, პირიქით, იმდენად განსხვავდება მოლოდინისგან, რომ იგი ჩვენი გამოცდილების ნებისმიერი ობიექტისთვის შეუფერებელი გვეჩვენება. თუ მის შემოქმედებას ქრონოლოგიურად გადავავლებთ თავს, დავინახავთ მზარდ ტენდენციას ემპირიული ობიექტებისგან განცალკევებისკენ და გატაცებას იმ ელემენტების მიმართ, რომლებიც არ შეესაბამებიან არანაირ გარეგან გამოცდილებას და მოდიან "შინაგანიდან", მდებარეობენ ცნობიერების მიღმა, ან როგორც მინიმუმი, იმ ცნობიერების მიღმა, როგორიცაა აღქმის უნივერსალური ორგანო, რომელიც ემსახურება მეხუთე გრძნობების დანაშენს და მიმართულია იქეთკენ, სადაც ცნობიერების მიღმა მდებარეობს აბსოლუტური სიცარიელე, არაცნობიერი ფსიქიკა, რომელიც ცნობიერზე შიგნიდან ახდენს ზეგავლენას და ასევე, გარეგანი მსოფლიო ზემოქმედებს მასზე წინიდან და გარედან. აქედან გამომდინარე, ის ფერწერული ელემენტები, რომლებიც არ მოეპოვება არანაირ "გარეგან" შესაბამისობას, აქვთ "შინაგან" წყაროებს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment