პიკასო, როგორც გამოხატულია მის ნამუშევრებში, ზუსტი ანალოგიაა ჩემი პაციენტებისა. სამწუხაროდ, მე არ შემიძლია წარმოვადგინო ობიექტური მტკიცებულება ამ თეზისთან დაკავშირებით, იმდენად, რამდენადაც შედარებითი მატერიები ამ თემაზე მხოლოდ სპეციალისტთა ვიწრო წრისთვისაა ცნობილი. მომავალი მსჯელობა, ასეთი წესით, აღმოჩნდება მხარდაჭერის მოლოდინში და მკითხველისგან ითხოვს ნდობასა და კარგ შეხედულებას.
არაობიექტური ხელოვნება შემადგენლობას პირდაპირ "შინაგანიდან" ღებულობს. ეს "შინაგანი" არ ექვემდებარება ცნობიერებას, რამდენადაც ცნობიერება შეიცავს ობიექტთა წესებს ისეთი გარეგნობით, როგორსაც საერთოდ ვხედავთ, და როგორი გარეგნობაც, ასეთი წესით, აუცილებლად ამართლებს მოლოდინს. პიკასოს ობიექტი, პირიქით, იმდენად განსხვავდება მოლოდინისგან, რომ იგი ჩვენი გამოცდილების ნებისმიერი ობიექტისთვის შეუფერებელი გვეჩვენება. თუ მის შემოქმედებას ქრონოლოგიურად გადავავლებთ თავს, დავინახავთ მზარდ ტენდენციას ემპირიული ობიექტებისგან განცალკევებისკენ და გატაცებას იმ ელემენტების მიმართ, რომლებიც არ შეესაბამებიან არანაირ გარეგან გამოცდილებას და მოდიან "შინაგანიდან", მდებარეობენ ცნობიერების მიღმა, ან როგორც მინიმუმი, იმ ცნობიერების მიღმა, როგორიცაა აღქმის უნივერსალური ორგანო, რომელიც ემსახურება მეხუთე გრძნობების დანაშენს და მიმართულია იქეთკენ, სადაც ცნობიერების მიღმა მდებარეობს აბსოლუტური სიცარიელე, არაცნობიერი ფსიქიკა, რომელიც ცნობიერზე შიგნიდან ახდენს ზეგავლენას და ასევე, გარეგანი მსოფლიო ზემოქმედებს მასზე წინიდან და გარედან. აქედან გამომდინარე, ის ფერწერული ელემენტები, რომლებიც არ მოეპოვება არანაირ "გარეგან" შესაბამისობას, აქვთ "შინაგან" წყაროებს.
Sunday, July 25, 2010
კარლ გუსტავ იუნგი – "პიკასო"

როგორც ფსიქიატრი, საკუთარ თავს მკითხველების წინაშე თითქმის დამნაშავედ ვთვლი იმის გამო, რომ პიკასოს ირგვლივ ხმაურში ჩათრეული აღმოვჩნდი. ავტორიტეტულ პიროვნებებს რომ არ მოეთხოვათ ჩემგან, მე არასდროს ავიღებდი თავზე ასეთი თემის დაწერას და არა იმიტომ, რომ მხატვარი და მისი საკმაოდ უცნაური ხელოვნება პატარა თემად მიმაჩნია – მითუმეტეს, რომ მე სერიოზულად დავინტერესდი ლიტერატურული ნაკრებით პიკასოს შესახებ(ჯეიმს ჯოისი).
პარალელურად, ამ პრობლემის მიმართ მძაფრ ინტერესს განვიცდი, უბრალოდ იგი რამდენადაც ფართოა, იმდენად რთული და მნიშვნელოვანია ჩემთვის, ამიტომ ეჭვი მეპარება მისი ახსნა შევძლო ერთ მოკლე სტატიაში, და თუ საერთოდ თავს ვდებ გამოვთქვა აზრი მიმდინარე კითხვაზე, აუცილებლად უნდა შევნიშნო, რომ მე არაფერს ვილაპარაკებ პიკასოს "ხელოვნებაზე", ვილაპარაკებ მხოლოდ მისი ხელოვნების ფსიქოლოგიის შესახებ. აქედან გამომდინარე, პრობლემის ესთეტიკურ ნაწილს ხელოვნებათმცოდნეებს ვუტოვებ და ზღვარს ვდებ მხოლოდ ფსიქოლოგიაზე, – რომელიც მხატვრული შემოქმედების ფუძეს წარმოადგენს.

Tuesday, April 20, 2010
Monday, October 5, 2009
Subscribe to:
Posts (Atom)